19 ივლისი, 2015

აქცია "ერთი წიგნი ივლიტას ბიბლიოთეკას"

ჩოხატაურში 13 ივლისის ღამეს სტიქიის შედეგად ტრაგიკულად გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა. პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში "ადამიანი კანონი თავისუფლებას წარმომადგენლებმა ივლიტას ბიბლიოთეკისთვის წიგნები შეაგროვა და 1500-მდე წიგნი ახლად გახსნილ ბიბლიოთეკას გადასცა. წიგნების შეგროვება „ერთი წიგნის აქციის“ ფარგლებში მოხდა, რომელშიც ჩართული იყო „ახალგაზრდული საკრებულოს“ ყველა წევრი საქართველოს მასშტაბით. 

აქცია PRCG-ის ორგანიზებითა და რეკომენდაციით განხორციელდა.