25 თებერვალი, 2018

ლიტვის ეროვნული საგანმანათლებლო პორტალი ქართველი სტუდენტებისთვის

ლიტვის ეროვნული საგანმანათლებლო პორტალი www.studyinlithuania.lt ქართველი სტუდენტებისთვის წინაშე 23-24 თებერვალს, თბილისში, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგა.

პორტალის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს ლიტვაში არსებული უაღლესი სასწავლებლების, პროგრამებისა და სასწავლო გრანტების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა.

გამოფენას ლიტვის 10 წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, გიედრიუს პუოჯუნასი და ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

PRCG-მ უზრუნველყო კამპანიის მედია მხარდაჭერა, რომელის ფარგლებში მომზადდა სიუჟეტები, გავრცელდა ნიუსები საინფორმაციო სააგენტოებსა და ბეჟდვით მედიაში.