4 მარტი, 2016

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებ გვერდი

PRCG-მ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის ახალი ვებ გვერდი (www.shidakartli.gov.ge) შექმნა. საიტი უახლეს ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შეიქმნა. განახლდა დიზაინი და შიდა სტრუქტურა. გარდა ამისა, მოთხოვნის შესაბამისად მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვს ონლაინ დაჯავშნოს გუბერნატორთან მიღების საათები. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ საიტის საშუალებით ინფორმაცია მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე თუ პრობლემაზე ამავე საიტის საშუალებით მიაწოდონ ადმინისტრაციას. ვებ გვერდი მაქსიმალურად მოქნილია როგორ მხარის მოსახლეობისთის, ასევე ტურისტებისთვის. განახლებულ საიტზე მოცემულია ყველა ტურისტული ობიექტი და მარშრუტები შესაბამისი რუკებით და ფოტო ალბომებით. მნიშვნელოვანია, რომ საიტი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, რათა მათ ვიზუალური (ვიდეო) ფორმით მიიღონ ინფორმაცია. ამასთანავე, საიტი მორგებულია, როგორც პერსონალური კომპიუტერისთვის, ასევე პლანშეტის და მობილურის ყველა ოპერაციული სისტემისთვის, რაც შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერი მოწყობილობიდან ინფორმაცია მომხმარებელმა კომფორტულად მიიღოს.