26 ივნისი, 2015

"კრედიუმ ჯორჯია" 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარა

სწრაფი ონლაინ სესხების კომპანია "კრედიუმ ჯორჯია" 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარა. კომპანიამ თანადგომა სტიქიის შედეგად დაზარალებულ 42 ოჯახს გამოუცხადა და დაზარალებულებს ჰიპერმარკეტის სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. გარდა ამისა, აღნიშნული ოჯახების წევრმა ბავშვებმა საჩუქრად წიგნები, სახატავები და სხვადასხვა სახის საბავშვო ნივთები მიიღეს.
აქცია PRCG-ის რეკომენდაციით და ორგანიზებით ჩატარდა.