12 ივნისი, 2015
საზოგადოებრივი აზრის კვლევა სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ "ეტალონის" სატელევიზიო ეთერში განთავსების შესახებ
სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ "ეტალონის", "ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" და კვლევითი კომპანია "PR საკონსულტაციო ჯგუფის (PRCG) პარტნიორობის საფუძველზე ჩატარდა გამოკითხვა.
სულ გამოიკითხა 12 457 რესპონდენტი, მათ შორის 9 954 სკოლის მოსწავლე. კვლევის არეალი - საქართველოს 64 მუნიციპალიტეტი.
კითხვაზე, გსურთ თუ არა მიიღოთ მონაწილეობა სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტში "ეტალონი", გამოკითხულთა 85,5% ამბობს, რომ სურს გადაცემაში მონაწილეობის მიღება, 5,5% ამბობს, რომ არ სურს, კითხვაზე პასუხი არ იცის 4,3%-მა, 4,6% ამბობს, რომ უჭირს პასუხის გაცემა.
რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, 15-17 წლის ასაკის ახალგაზრდები გამოკითხულთა 80,1%-ს შეადგენენ. მათგან 86,1% ამბობს, რომ "ეტალონში" მონაწილეობას მიიღებდა, 4,5% ამბობს, რომ არ სურს გადაცემაში მონაწილეობა, 5,2%-მა არ იცის სურს თუ არა მონაწილეობა, ხოლო 4,2% უჭირს კითხვაზე პასუხის გაცემა.
კითხვაზე, ქვემოთ ჩამოთვლილი არხებიდან, რომელ არხზე უნდა გადიოდეს მოსწავლე-ახალგაზრდობაზე გათვლილი სოციალურ-საგანმანათლებლო მედია პროექტი "ეტალონი", გამოკითხულთა 49,7% ამბობს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" "პირველ არხზე", 21,0%-ის აზრით "ეტალონი" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში უნდა გადიოდეს, 18,3% მიიჩნევს, რომ "იმედზე", 3,8% - GDS, 1,6% - "მაესტრო", 0,7% - საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება", 0,5% - "ობიექტივი", 0,2% - "კავკასია", 0,2-"აჭარა", პასუხის გაცემა კითხვაზე გამოკითხულთა 4,0%-ს უჭირს.