20 ივლისი, 2013
რეინტეგრაციის სამინიტროს საკომუნიკაციო კამპანია და კონსალტინგი
პი არ საკონსულტაციო ჯგუფი და თი-სტუდია ახორციელებენ პროექტს "კომუნიკაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობის მხარდაჭერა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის". პროექტის ფარგლებში ხდება ვიზიტების და ღონისძიებების ვიდეო გადაღება და სიუჟეტების მომზადება სოციალური ქსელებისთვის. გარდა ამისა, კონსულტანტები მუშაობენ ღონისძიებების დაგეგმვაზე, მათ გაშუქებაზე, სამინისტროს საქმიანობის ეფექტურ გაშუქებაზე მედია სივრცეში. ასევე ქართულ მედიაზე დაკვირვება, შესაბამისი ანალიზის მომზადება და წარდგენა ხელძღვანელი პირებისათვის, რეკომენდაციების გაცემა სოციალური ქსელების მართვის და დადებითი იმიჯის ფორმირებისათვის პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ