სტრატეგიული დაგეგმარება
სტრატეგიული დაგეგმარება ორგანიზაციის სტრატეგიის შეფასებისა და შემუშავების პროცესია. სწორი სტრატეგის შემუშავებისათვის მთავარი ფაქტორები არსებული სიტუაციისა და საფრთხეების ანალიზი და მათი გათვალისწინებით, დასახული მიზნების მისაღწევად, კონკრეტული ამოცანების დასახვაა. სიტუაციის ანალიზის საფუძველზე ორგანიზაციის შიგნით არსებული ღირებულებების, რესურსების, ხედვებისა და მიზნების სწორად მიმართვა, ორგანიზაციის გრძელვადიან პერიოდში წარმატებული არსებობის გარანტია.