მედია მონიტორინგი და ანალიზი
მედია მონიტორინგი გულისხმობს დამკვეთისთვის საინტერესო სფეროს, ბრენდის, თემის ან/და პერსონის გარშემო მედიაში გასული ინფორმაციის მოძებას, სტრუქტურირებას და ანალიზს. მონიტორინგი ხორციელდება, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ მედიასაშუალებეზე. ჩვენ შესაძლბელობა გვაქვს მონიტორინგი განვახორციელოთ სხვადასხვა ქვეყნებში. მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, ყირგიზეთში და სხვა ქვეყნებში. მონიტორინგი და ანალიზი ხორციელდება ბეჭდურ, ელექტრონულ და ონლაინ მედია საშუალებებზე.
მედია ანალიზი - საინფორმაციო საშუალებების მიერ სხვადასხვა მოვლენათა გაშუქების ტენდენციაზე დაკვირვებას გულისხმობს. მედიასაშუალებები საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. აქედან გამომდინარე, თითოეული გზავნილი, კონკრეტული ბრენდისა თუ პიროვნების იმიჯის ფორმირებისათვის გადამწყვეტია. მედია სივრცის შეფასება არსებული პრობლემების აღმოფხვრისა და სწორი სტრატეგიის დაგეგმვისათვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.