პრომოუშენი

პრომოუშენი - მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია და ბრენდის წარმოჩენისათვის მიმართულ მოქმედებების ერთობლიობას წარმოადგენს. პრომოუშენი როგორც ძველი იმიჯის გამყარებას, ასევე ახალი იმიჯის, ბრენდისა თუ პროდუქტის საზოგადოების კონკრეტულ სეგმენტებში პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მისი მიზანი ერთის მხრივ მომხმარებსლის მოზიდვა და შენარჩუნება, მეორეს მხრივ კი პროდუქტის წინ წამოწევაა. პრომოუშენის მთავარი ამოცანები პროდუქტის შესახებ ინფორმაციის შექმნას, მასზე მოთხოვნის გაზრდასა და მისი, როგორც ერთგვანი ბრენდის დიფერენცირებას ემსახურება.

  • ინფორმაციის მიწოდება;
  • მოთხოვნის გაზრდა;
  • დიფერენცირება.