საზოგადოებასთან ურთიერთობა

საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ნებისმიერი პიროვნების, ორგანიზაციისა თუ კომპანიის ცნობადობის, პოპულარობისა და სწორი აქტივობისთვის საჭირო ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. PR აერთიანებს ყველა იმ საშუალებას, რომელიც ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, გაუგებრობის აღმოფხვრასა და კომუნიკაციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.  იგი ადამიანებთან ურთიერთობას, კრიზისული სიტუაციების პროფილაქტიკას, პრევენციული საქმიანობის წარმართვასა და გაუთვალისწინებელი სიტუაციების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება.

ბრენდინგი, შიდაკორპორატიული PR, კრიზისის მართვა, მედიაპოლიტიკის დაგეგმარება, საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვა/რელიზება, იმიჯის კონსტრუირება, ეს ის ძირითადი ელემენტებია, რომლებიც პიროვნებისა თუ ორგანიზაციის იმიჯს საზოგადოების თვალში დადებით ელფერს აძლევა და, ამასთანავე, წარმატების უტყუარი გარანტია.

PR Consulting Group-ი გთავაზობთ საკომუნიკაციო სტრეტეგიის ნოვაციური და ორიგინალური PR პროდუქტების საშუალებით გამართვას. ჩვენი მეთოდები უახლეს გამოცდილებასა და წამყვანი PR სტუდიებისა და მენეჯერების დაკვირვებებს ემყარება.

პროდუქტები:

  • ბრენდის შექმნა;
  • პოლიტიკური PR;
  • ბიზნეს PR;
  • ინდივიდუალური PR;
  • ანტიკრიზისული PR;
  • შიდაკორპორატიული PR;
  • საკომუნიკაციო სტრატეგიისა და კამპანიის შემუშავება, დაგეგმვა და რეალიზება.