კონსალტინგი
კონსალტინგი კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით პროფესიონალთა კვალიფიციურ რჩევებსა და რეკომენდაციებს მოიცავს. იგი კონკრეტული ადამიანების, კომპანიებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის დონის გაუმჯობესებასა და დასახული მიზნების მინიმალურ დროში მიღწევის კარგად აპრობირებული საშუალებაა. ორგანიზაციის გარედან, ცივი გონებით დაკვირვება და მსგავსი სიტუაციების ანალიზის გზით მიღებული რეკომენდაციები მაქსიმალურ ეფექტს მინიმალურ დროში იძლევა. მსოფლიოში დანერგილი კარგად გამოცდილი „უტყუარი“ მეთოდები წარმატების ერთ-ერთი გარანტია.